დუისის სასწავლო ცენტრი

პანკისის კერამიკის
სახელოსნო

ᲓᲔᲙᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲤᲘᲚᲐ

კედლისთვის ან ჭიქის დასადებად

ᲡᲐᲛᲐᲠᲘᲚᲔ

მარილის ან სუნელებისთვის კოვზით

ᲡᲐᲡᲐᲞᲜᲔ

აბაზანის და სამზარეულოსთვის

ფერადი ფილები

ორნამენტები ხშირად ტრადიციული ქისტურია

გათლილი სამარილეები

ძალიან პრაქტიკული ჭურჭელი თქვენი სუფრისთვის

მოხატული სასაპნეები

სასაპნეები ორიგინალური რელიეფებით და სადგამით

სახელოსნოს ისტორია

ისტორიები სოციალურ ქსელში

პანკისის კერამიკის სახელოსნო 2017 წელს შეიქმნა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ინიციატივით. 2021 წლამდე სახელოსნოში ახალაგაზრდებს და სკოლის მოსწავლეებს კერამიკაზე მუშაობას.

ჰანოვერის ქართული სათვისტომოს ინიციატივით და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) დაფინანსებით სახელოსნოს ფუნქციები გაფართოვდა და ახალი ჯგუფი ჩაერთო – პანკისელი ქალების ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეესწავლათ კერამიკოსის პროფესია.

პარტნიორები


ჩვენი კერამიკოსები

პანკისელი კერამიკოსი ქალების მიერ შექმნილი ჭურჭელი ლამაზიცაა და ძალიან პრაქტიკულიც.

თამილამ კერამიკაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შემდეგ კი ამ პროექტში სხვა ქალებიც აიყოლია და მათთან ერთად ის საოცარ ნივთებს ქმნის.

თამილა გაურგაშვილი

კერამიკოსი, სახელოსნოს ლიდერი

ფატიმ კერამიკის კეთება პირველად ამ ზამთარს დაიწყო. მის მიერ დამზადებული სამარილეები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს.

ფატიმა მარგოშვილი

კერამიკოსი

სიცოცხლით სავსე ეთერ ციხესაშვილმა მასსავით ფერადი კოვზები შექმნა.

ეთერ ციხესაშვილი

კერამიკოსი

დაინტერესდით ჩვენი სახელოსნოთი?

გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მოგვწერეთ თუ გაინტერესებთ ჩვენი პროდუქციის გაცნობა ან შეძენა. დაბოლოს, გვეწვიეთ დუისში.